საზოგადოება

გიორგი კვირიკაშვილი: ანაკლიის პორტის პროექტი ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას სამეგრელოს პოტენციალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მაქსიმალურად უნდა იქნეს ათვისებული.

“ამის ერთ-ერთი უნიკალური შესაძლებლობაა ანაკლიის პორტი, რომლის ამოქმედება არა მარტო სამეგრელოში გააუმჯობესებს მნიშვნელოვნად ვითარებას, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკას მისცემს სერიოზულ ბიძგს. ეს იქნება იმ მასშტაბის პროექტი, რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის და, პირველ რიგში, სამეგრელოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე აისახება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მოსახლეობას მთავრობის ახალ, მნიშვნელოვან ინიციატივაზე მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ თბილისის შემდეგ ტექნოლოგიური პარკი ზუგდიდში გაიხსნება, რომელსაც ზუგდიდში მდებარე სამთავრობო რეზიდენცია დაეთმობა.