ეკონომიკა

ვახტანგ ხომიზურაშვილი – რატომ მცირდება ექსპორტი

ვახტანგ ხომიზურაშვილი,

ფინანსისტი, თბილისის სავალუტო ბირჟის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი 

პასუხად გვეუბნებიან, რომ ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე არაკონკურენტუნარიანია!

ეს გასაგებია, მაგრამ არ იძახიან, თუ რატომ არის არაკონკურენტული…

მიზეზი აქ შეიძლება “იმალებოდეს” – პროდუქციის ხარსხში (თუმცა ქართულ ღვინოებზე ამას, ჩემი აზრით ვერ იტყვი) და პროდუქციის მაღალ თვითღირებულებაში, რაც შეიძლება განპირობებული იყოს მოძველებული და არათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ასეა, თუ ისე ქართული პროდუქცია ნელ-ნელა კარგავს საექსპორტო პერსპექტივებს (და პოზიციებს) და მიზეზების დადგენას უფრო სიღრმისეული ანალიზი ჭირდება (რასაც არა ვართ სამწუხაროდ მიჩვეულები).

პირველი ის არის, რომ პროდუქციის თვითღირებულებაზე (და შესაბამისად სარეალიზაციო ფასებზე) მოქმედებს საწარმოს (კომპანიის) ხარჯების სტრუქტურა (აქ ახალი არაფერი არ არის), მაგრამ ზუსტად, რომ ხარჯების და თვითღირებულების ოდენობა პირდაპირ არის დაკავშირებული იმაზე, თუ რა სახის და რა სტრუქტურის კაპიტალს (რესურსებს) იყენებს ამ შემთხვევაში საწარმო.

ყველასთვის ცნობილია, რომ კომპანიების ბიზნესი სრულად არის დამოკიდებული სასესხო  (საბანკო) კაპიტალზე და სასესხო პროცენტული ხარჯების ოდენობაზე (რაც არც თუ ისე იაფია) და აქედან გამომდინარე ბუნებრივად იზრდება პროდუქციის თვითთირებულება.

“ამის საწინაამღდეგოდ” მსოფლიოში, საექსპორტო ორიენტაციის მქონე ბიზნეს-სექტორი იყენებს, არა სასესხო არამედ საინვესტიციო კაპიტალს, რომელსაც იზიდავენ ზუსტად, რომ აქციების ემისიების (გამოშვების) საშუალებით.

სააქციო კაპიტალი კი, სასესხო კაპიტალთან შედარებით არის უვადო და ბევრად იაფი, რომელიც მიზნობრივად ხმარდება უახლესი ტექნოლოგიების შეძენას, მარკეტინგული პროგრამების დაფიმამსებას და კვლევით სამუშაოების განხორციელებას.

ცხადია, რომ ჩვენს კომპანიებს არ გააჩნიათ ამის “ფუფუნება” და ამიტომაც არიან წამგებიან პოზიციაში.

მეორე და განსაკუთრებით მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს ჩვენი კომპანიების მხრიდან (ეს ეხება ძირითადათ ღვინის და მინერალური წყლების კომპანიებს) მარკეტინგული და სარეკლამო კომპანიების იგნორირება, რის შედეგადაც ქართული (და შეიძლება კარგი ხარისხის) პროდუქციის ცნობადობა თითქმის ნულოვანია…

ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა, ქართული პროდუქციის PR-ტექნოლოგიების რეალიზაციის თვალსაზრისით.

არარაფერს ვიძახი, ქართული ბიზნესის მიერ “დაკარგულ შესაძლებლობებზე”, რაც ეხება “ამოუწურავ” რუსეთის ბაზარს …. ეს ისეთი დანაკარგია, რომლის კომპენსირებაც თითქმის შეუძლებელია…!

მოკლედ სასწრაფოდ მისახედია სააქციო კაპიტალის ფორმირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა და მარკეტინგული პროგრამების განხორციელებაში, სახელმწიფოს ხელშეწყობა, თორემ საბოლოო ჯამში იმპორტის და ექსპორტის სავაჭრო ბალანსი სულ უფრო და უფრო უარყოფითი გახდება, რაც იქნება გამოუსწორებელი სინდრომი ჩვენი ეკონომიკისათვის!