საზოგადოება

რა ცვლიბებს გეგმავს გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტში

„არა მგონია, რომ დრამატულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. რამოდენიმე ცვლილება შესაძლებელია იყოს“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის განხილვის მიზნით გუნდი შეიკრიბება.

„რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, შევიკრიბებით კიდევ ერთხელ გუნდი და არა მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვან, დრამატულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. რამოდენიმე ცვლილება შესაძლებელია იყოს“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.