04/05/2024
Latest:
საზოგადოება

გიორგი თევზაძის სახელობის 2016 წლის თასის გათამაშება დრიფტში დასრულდა

2016 წლის 27 მარტს საავტომობილო სოცილაურმა ქსელმა NeedForDrive.com და საქველმოქმედო ფონდმა ,,გიორგი თევზაძე და მეგობრები“ ჩაატარა გიორგი თევზაძის სახელობის 2016 წლის თასის გათამაშება დრიფტში.

გიორგი თევზაძის თასის გათამაშება  მესამე წელია რაც ტარდება, თუმცა წინა წლებთან შედარებით წელს შეჯიბრის ფორმატი საკმაოდ გართულებული იყო. დრიფტში მონაწილეობას იღებდნენ როგორც პროფესიონალი ასევე მოყვარული მრბოლელები. თითოეულ კლასში შეჯიბრის ფორმატი იყო განსხვავებული. პროფესიონალ კლასში ორგანიზატორების მიერ აუცილებელი მოთხოვნა იყო , რომ  მონაწილის ავტომობილი აღჭურვილი ყოფილიყო კარკასით, დუგები, სავაძლით, ასევე მონაწილე აუცილებლად აღჭურვილი უნდა ყოფილიყო სპეციალური ტანსაცმლით ,,კომბინიზონით“.

აღსანიშნავია, რომ ორივე კლასში, როგორც მოყვარულებში ასევე პროფესონალებში მაღალი აქტივობა დაფიქსირდა და შეჯიბრიც სანახაობივი გამოვიდა.

გამარჯვებულები გამოვლინდა საქართველოში არსებული დრიფტის წესებით. სამოყვარულო კლასში გამარჯვებულს გადაეცა 300 ლარი team ,,NeedForDrive”-სგან და სამახსოვრო პრიზები ორგანიზატორებისგან.

პროფესიონალ კლასში გამარჯვებულს გადაეცა გიორგი თევზაძის (თევზის) სახელობის თასი, 1000 ლარი კომპანია carexpress forwarder-სგან, ვაუჩერი საავტომობილო ზეთების მწარმოებელ კომპანიისგან და სამახსოვრო პრიზები ორგანიზატორებისგან.

პროფესიონალ კლასში II ადგილზე გასულ გამარჯვებულს გადაეცა 400 ლარი team ,,NeedForDrive”-სგან და სამახსოვრო პრიზები ორგანიზატორებისგან.

პროფესიონალ კლასში III ადგილზე გასულ გამარჯვებულს გადაეცა  200 ლარი team ,,NeedForDrive”-სგან და სამახსოვრო პრიზები ორგანიზატორებისგან.

გთავაზობთ გამარჯვებულებს:

პროფესიონალ კლასში გამარჯვებული -ირაკლი ფიფია

პროფესიონალ კლასში გამარჯვებული II ადგილი- ალექსანდრე ხეროდინაშვილი

პროფესიონალ კლასში გამარჯვებული III ადგილი- irakli berulava.

სამოყვარულო კლასში გამარჯვებული ლაშა ჯანაშია

სამოყვარულო კლასში გამარჯვებული II ადგილი- დაჩი თაქთაქიშვილი.

საპატიო სიგელი ,,ერთედერთი მონაწილე ქალბატონი’’- სოფი ხოჯავა.

საავტომობილო სოციალური ქსელი NeedForDrive.com  და საქველმოქმედო ფონდი  ,,გიორგი თევზაძე და მეგობრები“წარმატებებს უსურვებს გამარჯვებულებს.