17/05/2024
Latest:
საზოგადოება

„მაგთიკომი“ აბონენტებს კიდევ ერთ ტარიფს უზრდის

კომპანია “მაგთიკომი” თავის აბონენტებს საზღვარგარეთ სმს შეტყობინების გაგზავნის ტარიფს უზრდის.

ამის შესახებ სმს შეტყობინებები “მაგთიკომის” აბონენტებმა დღეს მიიღეს.

შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ 17 მარტიდან, საზღვარგარეთ სმს-ის გაგზავნა 24 თეთრი გახდება.

“გურია ნიუსი” დაინტერესდა იმოქმედებს თუ არა ტარიფის გაზრდა “ზერო +”-ის და “ულიმიტო +”-ის აბონენტებზე და “მაგთიკომს” კითხვებით მიმართა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ “მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე 24-თეთრიანი ტარიფი ეხება მხოლოდ საზღვარგარეთის მიმართულებას.  ადგილობრივად გაგზავნილი სმს-ის ფასი არ შეცვლილა”.

“გასათვალისწინებელია, რომ საერთაშორისო მიმართულებით სმს-ის გაგზავნის ფასი დიდწილად დამოკიდებულია  როუმერ პარტნიორი კომპანიების მიერ მოწოდებულ ფასებზე”, _ აცხადებენ “მაგთიკომში”.

აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ სმს შეტყობინების საფასური ერთადერთი ტარიფი არ არის, რასაც “მაგთიკომი” თავის აბონენტებს უცლის. 2 დღის წინ, “მაგთიკომის” მომხმარებლებმა შეტყობინება G-Mobile-ის ქსელზე დარეკვის საფასურის გაზრდის შესახებაც მიიღეს.

2016 წლის იანვარში კი, “მაგთიკომმა” თავის აბონენტებს მომსახურების პირობები სმს შეტყობინების გაგზავნაზე და არსებული ბალანსის შესამოწმებაზეც შეუცვალა.

კერძოდ, SMS მომსახურება იანვრის ბოლოდან 6 თეთრი გახდა, ხოლო ანგარიშზე არსებული ბალანსის შესამოწმებლად 444-ზე დარეკვა  ყოველ ჯერზე 2 თეთრია.

[wpolling id=”12″ width=”” height=””]

წყარო: გურიანიუსი