03/05/2024
Latest:
მსოფლიო

Google–მა მასტშაბური რესტრუქტურიზაციის შესახებ განაცხადა

ინტერნეტ-გიგანტმა Google-მა მასტშაბური რესტრუქტურიზაციის შესახებ განაცხადა.

როგორც ამერიკული კომპანიის ერთერთი დამფუძნებელი ლარი პეიჯი აცხადებს, Google-ი გახდება ჰოლდინგ Alphabet-ის შვილობილი, რომლის ჩამოყალიბება ახლა მიმდინარეობს.

Alphabet-ის შემადგენლობაში უმსხვილესი კომპანია Google-ი იქნება. ამასთან, აი-ტი კომპანიას ჩამოშორდება რიგი მიმართულებები, რომლებიც ჰოლდინგში ცალკე კომპანიებად გაერთიანდებიან.

ახალი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი ლარი პეიჯი გახდება, ხოლო Google-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი სერგეი ბრინი Alphabet-ის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს.

ჰოლდინგი ასევე გააერთიანებს კომპანია „X lab”-ს, რომელიც უპილოტო ტრანსპორტირებაზე მუშაობს.

Google-ის აქციებს ბირჟებზე Alphabet-ის ანალოგიური ფასიანი ქაღალდები ჩაანაცვლებს, ხოლო ძველი აქციები ავტომატურად კონვერტირდება იგივე მოცულობის „Alphabet-ის აქციებში.

კორპორაცია Google-ი 1998 წელს შეიქმნა. მისი ძირითადი აქტივი ანალოგიური სახელწოდების საძიებო სისტემაა, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა სასწავლო პროექტად შექმნეს.