რომელ ქვეყანას ჰყავს უდიდესი დიასპორა
გაეროს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით საერთაშორისო მიგრანტების რაოდენობა ბოლო 15 წლის განმავლობაში 244 მილიონამდე გაიზარდა, ეს კი მსოფლიო მოსახლების 3.3 პროცენტს შეადგენს.
რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს, ინდოეთს მსოფლიოში უდიდესი დიასპორა ჰყავს. დაახლოებით 15,5 მილიონი ინდოელი ცხოვრობს საზღვარგარეთ. ეს რაოდენობა კი ზიმბაბვეს და ქუვეითის მოსახლეობის საერთო რაოდენობას აღემატება. 2005 წელს ინდოელებმა მსოფლიოში სიდიდით მესამე დიასპორა შექმნეს 9,5 მილიონი წევრით. მას შემდეგ მათი რაოდენობა 60 პროცენტით გაიზარდა.
სიაში მეორე–მესამე ადგილებს კი მექსიკა და რუსეთი იკავებენ, შესაბამისად 12,3 და 10,6 მილიონი ადამიანით.
„საერთაშორისო მიგრანტების რაოდენობის ზრდა საერთაშორისო მიგრაციის მნიშვნელობას ასახავს, რაც ჩვენი ეკონომიკის და საზოგადოების განუყოფელ ნაწილად იქცა“ – განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა ვუ ჰონგბომ.
„სწორად დაგეგმილ მიგრაციას დიდ მოგება მოაქვს ორივე ქვეყნისთვის, ასევე მიგრანტებისთვის და მათი ოჯახებისთვის“.
ემიგრანტების უდიდესი რაოდენობით ამერიკა 46 მილიონით პირველ ადგილს არავის უთმობს, მას გერმანია მიჰყვება 12 მილიონით.
„ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, და ოკეანეთში საერთაშორისო ემიგრანტების რაოდენობა მოსახლეობის 10 პროცენტს შეადგენს. აფრიკაში, აზიაში, ლათინო ამერიკაში და კარიბის ქვეყნებში კი მხოლოდ 2-ს.“ – განაცხადა ჰონგბომ.