საზოგადოება

იაპონელი ტურისტები აჭარული სამზარეულოთი დაინტერესდნენ

 

საქართველოს სტენდი იაპონიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Jata Tourism Expo Japan 2016“ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოფენაზე, რომელშიც 140 ქვეყნის ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარისა და მთლიანად საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარადგინა. გამოფენის ვიზიტორები აჭარის შესახებ მომზადებული საპრომოციო მასალების გაცნობისას ძირითადათ სამზარეულოთი და გასტონომიული ტურებით დაინტერესდნენ.

გამოფენა სამ დღეს გაგრძელდა და საქართველოს სტენდი გამოფენის განმავლობაში განსაკუთრებული ხალმრავლობით გამოიჩეოდა. გარდა საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებისა გამოფენის ვიზიტორებს სტენდთან ქართული ღვინისა და იაპონიაში უკვე პოპულარული ქართული იოგურტის დაგემოვნებაც შეეძლოთ. ვიზიტორების აქტიურობის გამო საქართველოს სტენდი იაპონური მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.

„ძალიან ბევრ გამოფენაში ვღებულობთ მონაწილეობას, თუმცა ვიზიტორების მსგავსი აქტიურობა თითქმის არსად მინახავს. საქართველო იაპონელებისთვის სრულიად ახალი ტურისტული მიმართულებაა და ჩვენი ხილვა გამოფენაზე მათთვის ერთგვარი აღმოჩენა იყო. სამივე დღის განმავლობაში არ წყდებოდა ხალხის ნაკადი ჩვენს სტენდთან. მათი უმრავლესობა ძირითადათ სამზარეულოთი ინტერესდებოდა, რითაც  ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ და ისეთი განვითარებულ ქვეყნაში, როგორიც იაპონიაა პოტენციურ ტურისტებს საქართველო, კერძოდ კი აჭარა თავისი ბიოპროდუქტებითა და მრავალფეროვანი სამზარეულოთი შევთავაზოთ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარისა და რეკლამის განყოფილების სპეციალისტმა ქეთევან დოჭვირმა.