27/04/2024
Latest:
საზოგადოება

საქართველო უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში გადავიდა

დღეს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, სამართლისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი განიხილა.

ევროკომისიის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებდა საქართველოს გადაყვანას იმ სახელმწიფოთა ჯგუფში, რომლის მოქალაქეებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.

კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შეტანილია საკანონმდებლო ინიციატივა ევროპარლამენტისა და საბჭოს N539/2001 რეგულაციაში ცვლილების თაობაზე, რომელიც საქართველოს რეგულაციის 1-ელი დანართიდან (ვიზის საჭიროების მქონე ქვეყნების ჩამონათვალი) მე-2 დანართში ( უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების ჩამონათვალი) გადატანას ითვალისწინებს. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ საკითხი დასამტკიცებლად ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.