სხვა

თურქეთი მზად არის უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს კვლავ უმასპინძლოს

თურქეთი მზად არის კვლავ უმასპინძლოს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მშვიდობის დასამყარებლად მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულ არ იქნა, ხოლო სამშვიდობო ინიციატივების წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორივე მხარის დაახლოება.

“იმ აზრზე ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევები უნდა დაიწყოს, როგორც მინიმუმ მშვიდობის ზოგადი პარამეტრების დასადგენად”, – განაცხადა ერდოღანმა.

 

კომენტარის დატოვება