02/05/2024
Latest:
მსოფლიო

იტალიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

იტალიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს.  „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ეს თანამდებობა მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, 62 წლის პაოლო ჯენტილონიმ დაიკავა.

ქვეყნის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მას დღეს მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირება დაავალა.

მინისტრთა ახალი კაბინეტი 2018 წლის თებერვლამდე – ახალი პარლამენტის არჩევამდე იმუშავებს.

პაოლო ჯენტილონიმ პრემიერის თანამდებობაზე მატეო რენცი შეცვალა, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება 7 დეკემბერს გააკეთა. მინისტრთა ახალ კაბინეტს იტალიის პარლამენტი კენჭს სავარაუდოდ 14 დეკემბერს უყრის.