მსოფლიო

ყატარი მზადაა, რომ თურქეთს გაზი მიაწოდოს

ყატარი მზად არის თურქეთს მიაწოდოს გაზი, დაიწყოს საჭირო მოცულობით LNG-ის ექსპორტი , – ამის შესახებ ყატარის ელჩმა თურქეთში, სალიმ მუბარაკმა განაცხადა.

თურქეთსა და ყატარს შორისო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, 1,2 მლრდ კუბ.მ გათხევადებული ბუნებრივი გაზის თურქეთში მიწოდებაზე .

თურქეთის ვიცე-პრემიერი აცხადებდა, რომ რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, ეს არის თურქეთის გაზით უზრუნველყოფის ალტერნატივა. ცნობისთვის, თურქეთის მიერ იმპორტირებული გაზის 50% რუსულ გაზზე მოდის.

თურქეთი გაზის იმპორტს ასევე ახორციელებს აზერბაიჯანიდან, სამხრეთ-კავკასიური გაზსადენით (ბაქო-თბილისი-ერზრუმი). თურქეთს აქვს კონტრაქტი გაფორმებული, რომლის მიხედვითაც წელიწადში იღებს 6,6 მლრდ კუბ.მ აზერბაიჯანულ გაზს .

დღეისათვის, თურქეთი გაზის იმპორტს ახორციელებს რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან. გარდა ამისა, ანკარამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს ალჟირთან და ნიგერიასთან, შესაბამისად, წელიწადში 4,4 და 1,2 მლრდ კუბ.მ თხევადი გაზის იმპორტზე.