ეკონომიკა

“კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ მოიგებს არჩევნებს კვირიკაშვილი”

98%-ით დამარცხებული სახელმწიფო რეკეტი, ანუ კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ მოიგებს არჩევნებს კვირიკაშვილი – ამ სათაურით პოსტს ეკონომისტი მიხეილ დუნდუა აქვეყნებს.

„მსოფლიო ბანკის კვლევის BPS მიხედვით, 2008-2012 წლების 5 წლიანი კორუფციული ჩავარდნის შემდეგ საქართველომ ბიზნესის რეკეტი (კორუფცია) ზედიზედ ორი წელია, რაც 98%-ით (!!!) დაამარცხა.

  1. მსოფლიო ბანკის მიერ წარმოებულმა, მსოფლიო მთავრობათა შეფასების ყველაზე მასშტაბურმა პროექტმა Worldwide Governance Indicators (WGI) გამოაქვეყნა Business Environment and Enterprise Performance Survey-ის (BPS) კვლევის შედეგები. სადაც საქართველომ კორუფციის დაძლევის კუთხით გამაოგნებელი რეზულტატი აჩვენა და 100%-ანი შკალიდან 98%-ი აიღო.
  2. შეფასების კრიტერიუმები:

    ა) რამდენად ხშირად უწევთ ფირმებს არალეგალური გადასახადების გადახდა რაიმეს გასაკეთებლად?

    ბ) მთლიანი გაყიდვებიდან გარკვეულ პროცენტს ხომ არ უხდიან ფირმები საჯარო მოხელეებს არაოფიციალური გადასახადების (ქრთამის) სახით?

    გ) რამდენად ხშირად იხდიან ფირმები დამატებით გადასახადებს საგადასახადოსთან, საბაჟოსთან და სასამართლოსთან კავშირისას

    დ) რამდენად პრობლემატურია კორუფცია ბიზნესის გაზრდისათვის (განვითარებისათვის)

  3. BPS -ის შეფასებით საქართველოში კორუფციის კონტროლის დონე 98,0%-ს უტოლდება. აღნიშნული მაჩვენებელი 2013 წელთან შედარებით არ შეცვლილა, თუმცა 2012 წელთან შედარებით (ისევე როგორც 2008, 2009, 2010 და 2011 წლებთან შედარებით) მკვეთრადაა გაზრდილი.
  4. კვლევის მიხედვით, 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით საქართველოში კორუფციის კონტროლი იმდენად დაქვეითებული იყო, რომ იგი 2005 წლის (!!!!!) დონესაც ვერ აღწევდა,“– წერს მიხეილ დუნდუა საკუთარი “ფეისბუქის“  გვერზე და შესაბამისი ინფოგრაფიკაც მოჰყავს: