სხვა

„პლატფორმა, სადაც კიდევ ერთი მცდელობაა, ნათელაშვილის ფანჩატურის მსგავსი ერთობა შეიქმნას და წარმატებული ნაბიჯები გადადგას, ფიასკოსთვის არის იმთავითვე განწირული” – დავით მათიკაშვილი

პლატფორმა, სადაც ნათელაშვილის მსგავსი ფანჩატური უნდა შეიქმნას, ფიასკოსთვისაა განწირული  – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

ის პრეზიდენტთან მიმდინარე შეხვედრებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “სახეზეა კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ ფორმალურ სტატუსს ატარებს”.

„პლატფორმა, სადაც კიდევ ერთი მცდელობაა, ნათელაშვილის ფანჩატურის მსგავსი ერთობა შეიქმნას და წარმატებული ნაბიჯები გადადგას, ფიასკოსთვის არის იმთავითვე განწირული. როგორც იდეოლოგიურად, ასევე ფუნდამენტალურად ეს ერთობა წარმატებული ვერ იქნება. სახეზეა კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ ფორმალურ სტატუსს ატარებს და დიდი ნაწილი იქ გაერთიანებული პარტიებისა, კოლექტიური „ნაცმოძის“ შემადგენელი ნაწილია. მათი დავალების მიმცემთა საერთო მიზანია „ნაცმოძის“ ლეგო დაშალონ, დაშლილ მდგომარეობაში გადაალახვინონ ბარიერი და შემდეგ მოხდეს კვლავ კოლექტიური „ნაცმოძის“ აწყობა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რაც იმთავითვე განწირულია. საზოგადოებამ იმდენად კარგად იცის ეს პროცესი, რომ ამ ანკესზე არ წამოეგება,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარის დატოვება