02/05/2024
Latest:
საზოგადოება

კუს ტბის საბაგირო 6 ოქტომბერს გაიხსნება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის კუს ტბასთან დამაკავშირებელი საბაგირო გზა ხვალ, 6 ოქტომბერს გაიხსნება. თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ორი გონდოლა მოემსახურება, რომლებიც გაარემონტეს, თუმცა, ძველი იერსახე შეუნარჩუნეს. საბაგირო დღის განმავლობაში 3 500 მგზავრის გადაყვანას შეძლებს.
გონდოლები ადაპტირებულია შშმ პირებისათვის და აღჭურვილია ველოსიპედის საკიდი მოწყობილობით.

კუს ტბის საბაგირო გზის მეშვეობით, მოქალაქეები ჭავჭავაძის გამზირიდან ტბაზე 6 წუთში მოხვდებიან.

თითოგონდოლით 10-12 ადამიანი იმგზავრებს, მათ შორის, ერთი – მუდმივი გამცილებელი.

მათივე ინფორმაციით, მგზავრთა უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, რეაბილიტირებული საბაგირო ზედამხედველობის სამსახურის დაკვირვების ქვეშ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სატესტო რეჟიმში მუშაობდა, გონდოლების უსაფრთხო მოძრაობისთვის კი  ვაკის პარკში ხეების სხვლა-ფორმირება განახორციელეს.

კუს ტბის განახლებული საბაგირო გზის რეაბილიტაციაზე, რომელიც 2009 წლიდან უფუნქციო იყო, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარი დაიხარჯება. თბილისის კუს ტბის საბაგირო გზა 1965 წელს აშენდა.

წყარო