მსოფლიო

ლიტვაში სწრაფი სესხების ბრენდებს SMSCredit-სა და Vivus-ს საქმიანობა აეკრძალათ

საქართველოში ონლაინსესხების კომპანიები რეგულაციების მიღმა საქმიანობენ

ლიტვაში მოქმედი სწრაფი სესხების კომპანიებს შორის უმსხვილესს, – 4finance-ს, რომელიც იყენებს სავაჭრო მარკებს SMSCredit-სა და Vivus-ს კრედიტების გაცემა აეკრძალა.

კომპანია საერთაშორისო საფინანსო ჯგუფ 4finance Holding-ს ეკუთვნის. ლიტვის ცენტრალური ბანკის განცხადებით, კომპანია ამოიშლება სამომხმარებლო სესხების გამცემი დაწესებულებების სიიდან.

„ჩვენ მივიღეთ უმკაცრესი ზომები 4finance-ს მიმართ, რაც გამოწვეული იყო რეგულაციების დარღვევითა და ამ დარღვევების აღმოსაფხვრელად საზედამხედველო ორგანოს მიერ გაცემული ინსტრუქციების შეუსრულებლობით. დარღვევები ძირს უთხრის ნდობას ფინანსური სისტემების და ამ სისტემების შემადგენელი ნაწილების მიმართ. სწორედ ამიტომ, SMSCredit-სა და Vivus-ს არ მიეცათ საქმიანობის გაგრძელების უფლება. ეს მდგომარეობა გაგრძელდება სამომავლოდაც“, – აცხადებს ლიტვის ცენტრალური ბანკის ზედამხედველობის სამსახურის დირექტორი, ვიტაუტას ვალვონისი.

2015 წლის ბოლო 9 თვის განმავლობაში, კრედიტების სახით, გაცემული თანხის რაოდენობის მიხედვით 4finance-მ ბაზრის საკმაოდ დიდი ნაწილი – 37,8% – დაიკავა. 4finance ლატვიური კომპანიების გავლით, ეკუთვნოდა ლუქსემბურგულ საფინანსო ორგანიზაცია 4finance Holding-ს. 2015 წელს ლიტვის ცენტრალურმა ბანკმა 4finance-ის სათაო ოფისი 362 000 ევროთი დააჯარიმა. იგივე კომპანია 2013 წელს 45 000 ევროთი დაჯარიმდა.