03/05/2024
Latest:
მსოფლიო

ლონდონის მერის განცხადებას ფუნტის მკვეთრი გაუფასურება მოყვა

დიდი ბრიტანეთის ფუნტი სტერლინგის კურსმა ბოლო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით 2009 წლიდან მოყოლებული რეკორდული ვარდნა განიცადა. აშშ დოლარის მიმართ ფუნტი სტერლინგი 2.1%-ით გაუფასურდა და 1.4102 შეადგინა. აღნიშნული მკვეთრი ვარდნა ლონდონის მერის დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მოყვა.

ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით არსებული მოლოდინები, ფუნტს წლის დასაწყისიდან აუფასურებს და ამ დროის განმავლობაში აშშ დოლარის მიმართ ბრიტანეთის ეროვნული ვალუტა დაახლოებით 4%-ზე მეტად შემცირდა. ექსპერტები აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნებას დაგეგმილ რეფერენდუმამდე, ანუ 23 ივნისამდე ელოდებიან.

 

წყარო: Georgian Wall Street