მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 17 %-ით გაიზარდა
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 17 %-ით გაიზარდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ სტატისტიკურ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელიც თავის მხრივ იანვარ-მაისის პერიოდს მოიცავს, 5 თვის განმავლობაში მესტიის აეროპორტი 1197 მგზავრს მოემსახურა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%-იან ზრდას შეადგენს.
საერთო ჯამში, საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპროტში, 2016 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში მგზავრთნაკადი 21%-ით გაიზარდა და მგზავრთა ოდენობამ 831,590 შეადგინა.