04/05/2024
Latest:
მსოფლიო

ნავთობის ფასი 39 დოლარზე დაბლა დაეცა

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 39 აშშ დოლარზე დაბლა დაეცა. პარასკევს, თბილისის დროით, 18:54 საათისთვის, იანვრის ფიუჩერსებზე, 1 ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 38,64 აშშ დოლარამდე დაეცა. ვარდნა 2,74%-ია.

ნავთობის ფასზე ზეწოლა გაძლიერდა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ ნოემბერში ნავთობის მოპოვება OPEC-ის წევრმა ქვეყნებმა 3,5 წლის მაქსიმუმამდე გაზარდეს.
ინფორმაცია თავად OPEC-მა გაავრცელა, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ არ შეინარჩუნებდა დადგენილ კვოტას – 30 მლნ ბარელს დღე/ღამეში. Euronews-ის ცნობით, გასულ თვეში, ნავთობის მოპოვებამ დღეში 31,695 მლნ ბარელი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს, თბილსის დროით 10:54 საათზე, 1 ბარელი ‪#‎Brent‬-ის მარკის ნავთობის ფასი 39,56 აშშ დოლარი ღირდა.