03/05/2024
Latest:
მსოფლიო

ნორვეგია გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ტყეების გაჩეხვა აიკრძალა

ნორვეგია გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ტყის გაჩეხვა აიკრძალა. ამ გადაწყვეტილების იმპლემენტაციის შესახებ ნორვეგიის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ მაისის თვეში დაანონსა.

შედეგად, ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს ტყეების გაჩეხვას, სკანდინავიის ქვეყნებში არ იქნება გამოყენებული. ეს დაპირება ეკუთვნოდა ნორვეგიის პარლამენტის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტს.

ტროპიკული ტყეების დაცვის ფონდი (Rainforest Foundation) იყო მთავარი ლობისტი, ვინც აღნიშნული კანონის მიღებას ითხოვდა.

“ეს არის მნიშვნელოვანი გამარჯვება ბრძოლაში, რათა დაცული იყოს ტორპიკული ტყეები. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, მთელი რიგი კომპანიები ვალდებულნი იყვნენ შეეწყვიტათ ისეთი საქონლის შესყიდვა, რომელიც უშუალოდ უკავშირდებოდა ტყეების გაჩეხვას. ამდენად, ძალიან დადებითია, რომ ნორვეგიის სახელმწიფო თვინთაც ჩაერთო ამ პროცესში და ეს აკრალვა სახელმწიფო შესყიდვებსაც შეეხო”, – აცხადებს ჰერმან ნარუმი, აცხადებს ფონდის ხელმძღვანელი.

სანდრო პირველი

ecowatch.com