პრესის თავისუფლების კუთხით კავკასიაში საუკეთესო მაჩვენებელი საქართველოს აქვს
კავკასიის რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც, Freedom House-ის შეფასებით, ნაწილობრივ თავისუფალი პრესა არსებობს.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის 2016 წლის პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ 49 ქულა მოიპოვა 100-ბალიანი შკალით, სადაც მაქსიმალური 100 ბალი – ყველაზე უარყოფითი მაჩვენებელია.
Freedom House-ი საქართველოში არსებულ სამართლებრივ გარემოს 13 ქულად, პოლიტიკურს – 20, ეკონომიკურ გარემოს კი 16 ქულად აფასებს.
საქართველოს მეზობლები, მათ შორის აზერბაიჯანი (89 ქულა), თურქეთი (71 ქულა), სომხეთი (63 ქულა) და რუსეთი (83 ქულა) გამოცხადდნენ არათავისუფალი პრესის მქონე ქვეყნებად.