17/05/2024
Latest:
საზოგადოება

ქეთევან ბოჭორიშვილი: დღევანდელი კონფერენციის მთავარი თემატიკაა თანამედროვე მიდგომები ქალაქის განვითარებისთვის

დღევანდელ ფორუმზე მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტების მხრიდან მოხდება რეკომენდაციების და ინფორმაციის გაზიარება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სასტუმრო ”ბილტმორში” მიმდინარეობს.

”თანამედროვე მიდგომები ქალაქის განვითარებისთვის არის დღევანდელი კონფერენციის მთავარი თემატიკა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ექსპერტები იკრიბებიან დღეს ჩვენ დედაქალაქში და ისეთ საკითხებზე მიმდინარეობს საუბარი, როგორიც არის ტრანსპორტი, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის განვითარება და ა.შ.” – განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა. მისივე თქმით, ეს ფორუმი არის სხვადასხვა მიდგომების გაცნობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.

სასტუმრო ”ბილტმორში” მერიის ორგანიზებით ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი იმართება. ღონისძიებას დედაქალაქი 2007 წლიდან მასპინძლობს.