სამართალი

ქუთაისში ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ქუთაისში განთავსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ასაღებდნენ ყალბ ვალუტას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 650 აშშ დოლარის ოდენობის 13-ცალი ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარის დატოვება