30/04/2024
Latest:
საზოგადოება

26-27 დეკემბერს ,,აირჩიე ქართულის’’ რიგით მეექვსე გამოფენა ჩატარდება

,,აირჩიე ქართულის’’ რიგით მეექვსე გამოფენა 26-27 დეკემბერს ჩატარდება ,,გაყიდვების მართვის კომპანიის’’ ორგანიზებით ქართული პროდიუქციის 2 დღიანი გამოფენა–გაყიდვა–დეგუსტაცია 26-27 დეკემბერს ჩატარდება „ჰიპერმარკეტ გუდვილში“.
პროექტის მონაწილეებს და მომხმარებლებს „აირჩიე ქართული გუდვილთან ერთად“ უკვე მეექვსედ აძლევს შესაძლებლობას წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 50-ზე მეტი ქართული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, რომელთაც აქვთ ნატურალური პროდუქტი, მაგრამ ნაკლებად არიან თბილისის ბაზარზე წარმოდგენილები, ვერ აკეთებენ ექსპორტს და მომხმარებელი არ კარგად იცნობს მათ პროდუქციას. წარმოდგენილი იქნება შემდეგი სახეობის პროდუქტები: თაფლი, ჩურჩხელა, გოზინაყი, მურაბები, ჯემები, საწებლები, სუნელები, ყველი, ხილი, ნატურალური წვენები, ღვინო, ჩირი და სხვა. პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში არსებული მცირე და საშუალო საწარმოების წარმოჩენა და პოპულარიზაცია. გამოფენაში მოწვეული არიან ოფიციალური პირები, მედია, ბიზნესის და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.
,,გაყიდვების მართვის კომპანიის’’ მიერ შექმნილია ნიშანი ,,აირჩიე ქართული’’, კომპანია საქართველოს რეგიონებში ეძებს ქართული წარმოების ნატურალურ პროდუქციას, ეხმარება ასეთ საწარმოებს გაყიდვების, მენეჯმენტის, მარკეტინგის დაგეგმვაში.
,,ჩვენ მოხარულები ვართ რომ ჩვენს მიერ 2012 წელს დაწყებული ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის ძალიან კარგი საქმე უფრო მეტ მასშტაბებს იძენს, დღეს ასეთი რამდენიმე პროექტი და ღონისძიება არსებობს და ვამაყობთ რომ ეს ჩვენს მიერ დაწყებული კარგი საქმის შედეგია, რაც მეტი სივრცე და პლატფორმა იქნება ქართული პროდუქციისთვის და მცირე მეწარმეებისთვის, უფრო მეტად შედეგიანი იქნება მათი საქმიანობა. ასე რომ გვეწვიეთ დიღმის გუდვილში, 26 – 27 დეკემბერს და დააგემოვნეთ ქართული, ნატურალური პროდუქტი’’ – აცხადებს პროექტის მენეჯერი ნინი მოსიაშვილი.