როგორ მივიღოთ სახელმწიფო გრანტი
გრანტის მისაღებად ბიზნეს იდეების რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მეორე რაუნდი ხვალიდან დაიწყება. როგორც მეწარმეორბის განვითარების ცენტრში აცხადებენ, ბიზნესიდეების რეგისტრაცია ვებგვერდზე www.qartuli.ge 31 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ხოლო კონკურსის შედეგად გამარჯვებულებს 5 ათასიდან 15 ათასამდე ლარის მიღება შეუძლიათ. ამასთან ცენტრის ინფორმაციით, პროგრამისთვის პრიორიტეტული ქალი მეწარმეების ბიზნესიდეები იქნება.
ამასთან, პროგრამა ითვალისწინებს ერთ მეწარმე სუბიექტზე დაფინანსების მაქსიმალურ თანხას 5000 ლარის ოდენობით, ორი მეწარმე სუბიექტის გაერთიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 10 000 ლარისა, ხოლო სამი მეწარმე სუბიექტის გაერთიანების შემთხვევაში – 15 000 ლარს, ბენეფიციარისთვის გადაცემული თანხის მინიმუმ 20%-იანი თანხობრივი თანამონაწილეობით.