მსოფლიო

რომელია მსოფლიოს ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნები

გაეროს, მსოფლიო ბანკის და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების გამოყენებით  ქვეყნები ჯანმრთელობის მიხედვით შეაფასეს, პირველი ადგილი კი სინგაპურმა დაიკავა.

ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნის გამოსავლენად Bloomberg-მა შეაფასა მსოფლიოს ქვეყნები, რომელსაც მინიმუმ მილიონი მოქალაქე ჰყავს, მათი სიცოცხლის დონე და ჯანმრთელობის რისკი (ქვეყნის ჯანმრთელობის დონეს ჯანმრთელობის რისკის მაჩვენებლის სიცოცხლის დონის მაჩვენებლისთვის  გამოკლების შედეგად იღებენ).

სიცოცხლის დონე ქვეყანაში მოკვდავობის მაჩვენებელზეა დამოკიდებული, რისკის დონე სხვადასხვა ფაქტორზე, მაგალითად ქვეყნის მწეველების ან ვაქცინირებულების რაოდენობაზე.

სინგაპურმა პირველი ადგილი და 89.45 პროცენტიანი მაჩვენებელი მიიღო. მეორე ადგილი იტალიამ დაიკავა 89.07 პროცენტით და მესამე ავსტრალიამ  88.33-ით.

სიაში წელს აზიური და ევროპული ქვეყნები დომინირებდნენ. ახლო აღმოსავლური ქვეყნებიდან ისრაელი ერთადერთია რომელმაც ათეულს მიაღწია და მეექვსე ადგილი დაიკავა. ჩრდილო და ლათინო ამერიკული ქვეყნები ათეულშიც კი ვერ მოხვდნენ.

 

789

 

მაგრამ ამ სიაში ქვეყნები შეაფასეს ცხოვრების დონის მიხედვითდა არა სიცოცხლის ხანგრძლივობის. სიტყვა „ჯანმრთელობის“  ინტერპრეტაცია  კი მრავალგვარად შეიძლება  მოხდეს.