01/05/2024
Latest:
სხვა

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურა

რუსეთმა უკრაინას წუხელ ბალისტიკური რაკეტებით და Shahed-131/136 ტიპის დრონებით შეუტია, უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველა დრონი ჩამოაგდო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, ღამით მტერმა უკრაინას „ს-300/S-400“ ტიპის ორი მართვადი საზენიტო რაკეტით, ბალისტიკური „ისკანდერ-მ“-ის სამი რაკეტით და „შაჰედის“ ტიპის 13 დრონით შეუტია.

„უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა ცამეტივე „შაჰედის“ დრონი ჩამოაგდეს ზაპოროჟიეს, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება