17/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მესაქონლეობის განვითარება იგეგმება”

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მესაქონლეობის დარგის განვითარება და ნატურალურ-ხარისხიანი პროდუქციას ევროპული სტანდარტების დაცვით შექმნა იგეგმება, – ამის შესახებ “აიპრესთან: ეკონომიკის მინისტრამ დიმიტრი ქუსიშვილმა, კომპანია “ბლაუენშტაინ საქართველოს” საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ეკონომის მინისტრის თქმით, “ბლაუენშტაინ საქართველო” სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია, ასევე კერძო სექტორებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ხდება.

საქართველოსთვის მოდელი, რომლითაც მცირე ფერმერებს შორის ცოდნის გაზიარება და ადამიანების დასაქმება ხდება, მისაღები მოდელია.

“რაჭაში 8 ფერმერული მეურნეობა გვაქვს, რომელიც ერთი ადამიანის საკუთრება კი არა 8 ქართველის საკუთებაა. მათ მიწები გრძელვადიანი იჯარით აქვთ გადაცემული. “ბლაუენშტაინი” აძლევს საქონელს და ასწავლის როგორ მოუაროს, ეს არის შვეიცარული გამოცდილებისა და ხარისხის გადმოტანა. რაც ქვეყნის განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს. მეტი დასაქმება რეგიონში – რაჭაში, – განაცხადა ქუმსიშვილმა.