საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე დღეს 39 წლის გახდებოდა
საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე დღეს, 18 აგვისტოს, 39 წლის გახდებოდა. მისი დაბადების ადგილი ახმეტის რაიონის სოფელი, ქვემო ალვანია.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა.
უმცროსი სერჟანტი ომში რუსებს ტყვედ ჩაუვარდა. რუსმა სამხედროებმა გიორგი ანწუხელიძე ცხინვალში, ძმათა სასაფლაოზე წამებითა და ცემით მოკლეს, რადგან მათ ვერ გატეხეს ქართველი გმირი, რომელსაც მიწაზე კოცნას, ზურგში ფეხის რტყმით აიძულებდნენ.
ცნობისთვის, გიორგი ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 15 აპრილს მიენიჭა. სიკვდილის შემდეგ, ის დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით – „სამშობლოსათვის თავდადებული”.
წაიკითხეთ ასევე:
დიდება გმირებს!
ავტორი: გურიკა შაუთიძე.