01/03/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველოს მზარდი ეკონომიკა დოლარში დღეს და მომავალი 4 წლის მანძილზე

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა თავის ფეუსბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ის მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ მონაცემებს ეხმიანება. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

“World Bank & IMF: საქართველოს მზარდი ეკონომიკა დოლარში დღეს და მომავალი 4 წლის მანძილზე

მსოფლიო ბანკის განახლებული მონაცემების მიხედვით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მუდმივ ფასებში გასულ, 2015 წელს 14 მილიარდ 754 მილიონი დოლარს გაუტოლდა და 2012 წლის მაჩვენებელს (13 მილიარდ 271 მილიონი$) მილიარდ ნახევარი დოლარით გადააჭარბა.

მსოფლიო ბანკის გამოკვლევით მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მშპ დოლარში მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით (PPP), რომელიც მუდმივ ფასებში 2015 წელს 2012 წელთან შედარებით 3 მილიარდი დოლარით გაიზარდა 33.5 მილიარდ დოლარამდე, ხოლო მიმდინარე ფასებში 5 მილიარდით – 36 მილიარდ დოლარამდე.


როგორც წესი, მსოფლიო ბანკი ეკონომიკის ზრდის პროგნოზებს ინტენსიურად არ აქვეყნებს, სამაგიეროდ ამას აკეთებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც 2016 წლის ოქტომბერის დასაწყისში განახლებული პროგნოზები გამოქვეყნა.


საერთაშორისო სავალუტი ფონდის პროგნოზით, 2017 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი დოლარში მიმდინარე ფასებში 2016 წელთან შედარებით 8.6%-ით გაიზრდება, ამასთან 2016-2020 წლებში საშუალოწლიურად 7.8%-ით მოიმატებს, 2016-2021 წლებში კი – 8%-ით. ე.ი. მინიმალისტური პროგნოზით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე ფასებში 2020 წლისათვის 20 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, ხოლო 2012 წლისთვის 22 მილიარდზე მეტი იქნება.


რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს დოლარში მიმდინარე ფასებში, დათვლილს მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით(PPP), აქ გაცილებით შთამბეჭდავი პროგნოზებია: სსფ-ის პროგნოზით 2016 წელს ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 37 მილიარდ დოლარს გაუტოლდება და წინა წელთან შედარებით 4.8%-ით გაიზრდება, 2017 წელს კი 40 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს და წლიური ზრდა 7.4%-ი იქნება.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს მსყიდველუნარიანი მთლიანი შიდა პროდუქტი (PPP) მიმდინარე ფასებში 2020 წელს 50 მილირდ დოლარს მიაღწევს, 2021 წელს 53 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს” – წერს მიხეილ დუნდუა.


იხილეთ.

14900388_1167620219997308_3751671958948594645_n

14721719_1167620296663967_8198998947482926042_n