საზოგადოება

საქართველოში გზის მოწყობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა

საქართველოში, პირველად, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 300 მეტრიან მონაკვეთზე (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი), გზის  ინოვაციური მეთოდით მოწყობის ექსპერიმენტული სამუშაოები განხორციელდა.

ახალი მეთოდით გზის საფუძვლის მოწყობა (სტაბილიზაცია) ცემენტის მსგავსი სპეციალური შენარევით ხორციელდება. მისი ღირებულება ერთ კვადრატულ მეტრზე 5-6 დოლარია, რაც თითქმის ორჯერ იაფია კლასიკურ მეთოდთან შედარებით.

აღნიშნულ მეთოდს აქტიურად იყენებენ ევროპაში. ინოვაცია უკვე აპრობირებულია აზერბაიჯანშიც.  გარდა იმისა, რომ მეთოდი გზის სწრაფად და იაფად რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა, ამ ფორმით მოწყობილი გზის საფუძველი უფრო მდგრადი და მყარია. ასევე, გამოირჩევა ნაკლები წყალშეღწევადობით.

სამუშაოების დასრულების შემდგომ ჩატარებული  ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, სპეციალისტებმა  აღნიშნული მეთოდი დადებითად შეაფასეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ახალი მეთოდით მოწყობილი გზის საფუძველი სრულად აკმაყოფილებს ტექნიკური მოთხოვნების პარამეტრებს.

ახალი მეთოდით, 2017 წელს, კიროვაკანი-კუმურდოს გზისა და ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის  3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება.