მსოფლიო

დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ რუსეთს ვიზიტით ეწვევა

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ რუსეთს ვიზიტით ეწვევა, – იუწყება გაზეთი „იზვესტია“ აშშ-ის ”რესპუბლიკურ პარტიაში” წყაროზე დაყრდნობით.

„გუნდის შიგნით განხილვების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება გადაგვედო ვიზიტი. მისი მომზადება მოხდება პრეზიდენტი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ“, – გაზეთი „იზვესტია“ ციტირებს წყაროს სიტყვებს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გუშინ ტელეფონით ესაუბრა.

მხარეებმა ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ვაჭრობის მეშვეობით ორმხრივი ურთიერთობების ფუნდამენტის შექმნას.

მათ ასევე განიხილეს „საერთო, ნომერ პირველი მტრის, საერთაშორისო ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ, ერთობლივი ძალისხმევის“ საჭიროება.

წყარო: ipn.ge