სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზს“ 200 მილიონის გადახდა დააკისრა
„ჯორჯიან მანგანეზს“ 200 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კომპანიის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
კომპანიასა და შემოსავლების სამსახურს შორის დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც შემოსავლების სამსახურმა კომპანიაში საგადასახდო შემოწმება ჩაატარა და მენეჯმენტს გადასახადი დაერიცხა.
აღნიშნულს კომპანია არ დაეთანხმა და გადაწყვეტილება გაასაჩივრა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული თანხის გადახდა კრიზისულ მდგომარეობას გამოიწვევს, ამ დროისთვის მენეჯმენტი კონსულტაციებს საკუთარ იურისტებთან გადის, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, გაასაჩივრებს თუ არა კომპანია აღნიშნულ გადაწყვეტილებას ზემო ინსტანციაში.