საზოგადოება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 71 ეკომიგრანტ ოჯახს სახლი საკუთრებაში გადაეცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 71 ეკომიგრანტი ოჯახი  საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა”,- ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა და განსახლების სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა  სოზარ სუბარმა და ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კახაბერ გუგეშაშვილმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საკუთრებაში გადაცემული სახლები მოინახულეს.

2015 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა პროექტი „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა თაობაზე“. პროექტის ფარგლებში,  მოხდა 2004-2009 წლებში შესყიდული საცხოვრებელ სახლებისა და მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზების შედგენა, მათი ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო საკუთრებად.

[wpolling id=”13″ width=”” height=””]