ეკონომიკა

არაბთა საემიროების პრემიერი: არაბი ინვესტორების ინტერესი საქართველოს მიმართ იზრდება

ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრმა დუბაის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს საქართველოს მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთოების კუთხით არსებულ უდიდეს პოტენციალზე და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციის მოზიდვისა მიმართულებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში, რომლის ინვესტიციები სხვადასხვა სექტორში 700 მილიონ დოლარს შეადგენს. 2015 წელს ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვამ გადააჭარბა 240 მილიონ აშშ დოლარს, რაც ექვსი პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს.

წყარო: Ipress