ეკონომიკა

ტურიზმის წახალისების მიზნით ხელისუფლება ახალ კომპანიას ქმნის

ინვესტორებს მინდა ვუთხრა, ის რასაც თქვენ ხედავთ დღეს საქართველოში – სასტუმროების უპრეცედენტო დატვირთულობა, ეს არ იქნება ერთჯერადი და მინდა მოგიწოდოთ, რომ ინვესტიციები შეუსაბამოთ სწორედ ამ დატვირთვას, რომელიც წელს არის და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, როდესაც პროექტზე Check in Georgia ისაუბრა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს პროექტი გრძელდება.

„მინდა ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ან ორიპოპულარული შემსრულებელი. ეს არის მთელი რიგი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივიშემსრულებლების მიერ გამართული წარმოდგენები. ეს უფრო მეტად არის ეკონომიკურიპროექტი, ტურიზმის წახალისების კუთხით, რაც პირდაპირ არის მიმართული ჩვენითანამოქალაქეების და საქართველოში არსებული კომპანიების შემოსავლების ზრდისაკენ“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა გუნდის სახელით განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ტურიზმის დაადგილობრივი ბიზნესის წახალისება გაგრძელდება.

„უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ სპეციალური ერთეულის, კომპანიის ჩამოყალიბებას, რომელიციქნება საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი. მის სამეთვალყურეოსაბჭოში იქნებიან წამყვანი ტურისტული სექტორის და სხვა სექტორის წარმომადგენლები,რომლებიც მიიღებენ მომავალი წლის პროგრამის დაგეგმვაში მონაწილეობას. როდესაცბიუჯეტის შედგენა მოხდება წელს შემოდგომაზე, წელსვე მოხდება ბიუჯეტირება მომავალიწლის ასეთი წარმოდგენების მთელი სერიის. კალენდარი შედგება და ამ კალენდარისშედგენაში მონაწილეობას მიიღებს ის სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც იქნებიანეკონომიკური ბლოკის, კულტურის სამინისტროს და კერძო სექტორის წარმომადგენლები“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, მთავრობა გარანტიას იძლევა, რომ გაიზრდება ის დატვირთვაც, რომელიც წელს ტურისტულ კომპანიებს და სასტუმროებს აქვს.