საზოგადოება

საფრთხე მამაკაცებისთვის – ქალური ჰორმონით გაჯერებული გაყინული ქათამი

შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ალერგია – ეს იმდავაადებათა მცირე ჩამონათვალია, რომლთაგამომწვევ მიზეზად გენმოდიფიცირებული საკვები სახელდება. დიდია გენმოდიფიცირებული პროდუქტების სიაც: ხორბალი, სოიო, კარტოფილი, პომიდორი,მარწყვი, ყაბაყი,  ნესვი, ბრინჯი, თამბაქო,გაყინული ქათამი და სხვ. ეს უკანასკნელიჰორმონებზეა გაზრდილი. იგი 6 ქალურიჰორმონით, მათ შორის, პროგესტერონითაა გაჯერებული. ამიტომ, თუ მამაკაცი ამჰორმონებით გაჯერებულ ქათამს მიირთმევს, მას ბუნებრივად დაეცემა ტესტოსტერონი(მამაკაცური ჰორმონი) იმ ზღვრამდე, რომლის აღდგენაც შეუძლებელია.

ტერმინი – გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტი ძალიან ხშირად გვესმის, მაგრამრას ნიშნავს, გარგებთ თუ გავნებთ, როგორ უნდა იცნოთ ასეთი პროდუქტი – ამ თემაზემომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტმა ამირან შენგელიამ ისაუბრა.

ბატონო ამირან, რას ნიშნავს გენმოდიფიცირებული პროდუქტი და მთელ მსოფლიოშიასეთიხმაური რატომ გამოიწვია?

გენმოდიფიცირებული პროდუქტის თემა, ასე ვთქვათ, ფართო სპექტრია, მეცნიერულია დაშესაბამისად, ვრცელი მეცნიერული სტატიის თემაა, რაზეც მთელი მსოფლიოს მეცნიერებიბჭობენ და დავობენ. არიან მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ფართო მკითხველისთვისგასაგები რომ იყოს, მარტივად ასე შეიძლება ვთქვათ: გენმოდიფიცირებულ პროდუქტშიშეცვლილია ბუნებრივი გენის ჯაჭვი. იღებენ მცენარის გენომის ჯაჭვის რომელიმე რგოლსდა სხვა გენის მატარებელი რგოლით ცვლიან. ეს შეიძლება იყოს ცოცხალი ორგანიზმის, ანრომელიმე ბაქტერიის გენი. მოგეხსენებათ, ამას გენური ინჟინერია ჰქვია. ასეთი ჩარევისშემდეგ, აბსოლუტურად სხვა ტიპის გენს ვიღებთ.

ზოგადად, გენეტიკაზე მეცნიერებამ უკვე ბევრი რამ იცის, მაგრამ ბევრის ცოდნა იმას არნიშნავს, რომ ყველაფერი ვიცით. ამიტომ, ასეთი ჩარევა – მცენარის და ცოცხალი ორგანიზმის,ბაქტერიის გენის ერთმანეთთან ხელოვნურად დაკავშირება, აღრევა და ახალი გენის შექმნა,შესაძლოა, დიდი რისკის შემცველი იყოს.

გენმოდიფიცირებული პროდუქტი ორი ათეული წელია, საერთაშორისო ბაზარზეა. ამ ორათეულ წელიწადში ძალიან გაახალგაზრდავდა მთელი რიგი დაავადებები და, მათ შორის, -შაქრიანი დიაბეტიც. მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს გამოიწვიაგენმოდიფიცირებულმა საკვებმა, რადგან იგი ადამიანის იმუნოსისტემაზე მოქმედებს.

აქვე, მინდა აღვნიშნო ალერგიაც, რაც სერიოზული დაკვირვებისა და მეცნიერული კვლევისსაგანია. ადრე ალერგია იშვიათობას წარმოადგენდა, დღეს კი, დიდ პრობლემად იქცა.მეცნიერები თვლიან, რომ ესეც გენმოდიფიცირებული საკვებითაა გამოწვეული. კიდევ რასიურპრიზები გველის მომავალში, არ ვიცით.

გენმოდიფიცირებული პროდუქტის შექმნა რამ განაპირობა?

თავის დროზე გენმოდიფიცირებული პროდუქტის წარმოება იმიტომ დაიწყო, რომაფრიკაში შიმშილობდნენ და მათ დასახმარებლად, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისგახლავთ, რომ აფრიკის ბევრმა სახელმწიფომ აკრძალა გენმოდიფიცირებული პროდუქტისშეტანა. მათ ჩათვალეს, რომ ჯობდა ეშიმშილათ, ვიდრე ეს რაღაც ნამაიმუნარი ეჭამათ.გენმოდიფიცირებული პროდუქტის ყველაზე მსხვილი მწარმოებლები არიან: აშშ, კანადა,ბრაზილია, ჩინეთი, ავსტრალია, გერმანია, ალბანეთი, რუმინეთი. აშშ-ის სახელმწიფოდეპარტამენტმა, 2006 წელს გამოაქვეყნა 16 მცენარის 68 ჯიშის პოპულაცია, რომელთაწარმოება ნებადართულია. დღეს აშშ-ში სიმსუქნის უზარმაზარი პრობლემა დგას და უკვედადგენილია, რომ ეს გენმოდიფიცირებული საკვების მიზეზით ხდება.გენმოდიფიცირებულ პროდუქტში შემავალი დიდი ოდენობით ტრანსგენური ცხიმებისშედეგია, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ვერ ამუშავებს.

 საკვები პროდუქტების ბაზარზე რომელი პროდუქტი შეიძლება იყოსგენმოდიფიცირებული?

ხორბალი, სოიო, კარტოფილი, პომიდორი, მარწყვი, ყაბაყი,  ნესვი, ბრინჯი, თამბაქო – ესპროდუქტები აფრიკისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამპროდუქციის შეტანა აფრიკის რიგი ქვეყნების მთავრობებმა სასტიკად აკრძალეს. თუმხედველობაში ბიზნესის დაუწერელ კანონებს მივიღებთ, ამ პროდუქციის უტილიზაციანაკლებად სავარაუდოა. ადვილი შესაძლებელია, რომ ეს პროდუქტები იაფად შემოიტანეს ე.წ.მესამე ქვეყნებში, რომელთა რიცხვში საქართველოც მოიაზრება. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომგენმოდიფიცირებული პროდუქტის წარმოება ძალიან მომგებიანი ბიზნესია. ხორბალი,სოიო, ბახჩეული კულტურები უხვმოსავლიანია, რადგან გენური ინჟინერიის წყალობით, ამკულტურებს არ, ან ძალიან ნაკლებად ეტანებიან მავნე მწერები და მღრღნელები. ესკულტურები ყინვაგამძლეა, სიცხესაც იტანენ და ნებისმიერ გეოგრაფიულ სივრცეში ხარობენ.

ანუ, შეიძლება ითქვას, რომ საკვები პროდუქტის სამომხმარებლო ბაზარიგენმოდიფიცირებული ნაწარმითაა გაჯერებული?

რა თქმა უნდა. თუ პროდუქტის ეტიკეტს დახედავთ, მაგალითად, ძეხვეულს და ეტიკეტზეწერია, რომ შეიცავს სოიოს, ჩათვალეთ, რომ მასში ხორცის ნასახიც არ არის. იგივე შემიძლიაგითხრათ რძესა და რძის პროდუქტებზე. რაფინირებული ზეთიც გენმოდიფიცირებულია.

მაგალითად, გაყინული ქათამი ჰორმონებზეა გაზრდილი. იგი 6 ქალური ჰორმონით, მათშორის, პროგესტერონითაა გაჯერებული. ამიტომ, თუ მამაკაცი ამ ჰორმონებით გაჯერებულქათამს მიირთმევს, მას ბუნებრივად დაეცემა ტესტოსტერონი (მამაკაცური ჰორმონი) იმზღვრამდე, რომლის აღდგენაც შეუძლებელია.

ავიღოთ ხსნადი ყავა, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი დიდი სიამოვნებით მიირთმევს. ესპროდუქტი კატეგორიულად არ შეიძლება მამაკაცებისთვის, რადგან ჰორმონალურიჯირკვლების სრულ დეფორმაციას იწვევს. იგივე ითქმის კარტოფილის ჩიპსებზე, სწრაფადმოსამზადებელ სუპებზე, კეტჩუპზე, სხვადასხვა სოუსებზე და ა.შ. მათი ჩამოთვლა ძალიანშორს წაგვიყვანს.

დაინტერესებული მომხმარებელი გენმოდიფიცირებული პროდუქტების ჩამონათვალსადვილად ნახავს ინტერნეტში.

როგორ უნდა დაიცვას თავი მომხმარებელმა გენმოდიფიცირებული პროდუქტისგანშედიხარ სუპერმარკეტში და სასურველი პროდუქტის შეძენისას, კითხულობ ეტიკეტსგამადიდებელი შუშით. ამას მიაქვს დიდი დრო. გარდა ამისა, სულ მცირე, კვებისტექნოლოგის დიპლომი მაინც უნდა გქონდეს, რომ გაიგო შემადგენლობის არსიეს ხომძალიან რთულია?

– აბსოლუტურად გეთანხმებით და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომჩვენთან გენმოდიფიცირებული პროდუქტი დიდი რაოდენობით იყიდება. ევროპაში ამისმექანიზმი უკვე მუშაობს, რადგან სუპერმარკეტებში ჯანმრთელი პროდუქტი სათანადონიშნის ქვეშ იყიდება. ეს გახლავთ მწვანე ფონზე დატანებული – FF. ეს საკმაოდ დიდი,თვალში მოსახვედრი სამარკო ნიშანია. ჯანმრთელი პროდუქტი გენმოდიფიცირებულზეშვიდჯერ ძვირია. ასე რომ, ევროპაში ეს პრობლემა მარტივადაა გადაჭრილი და ეტიკეტებისკითხვა საჭიროც აღარაა. სასურველ, ჯანმრთელ პროდუქტს ცალკე სექციაში ყიდულობ.

წყარო: ქართული სიტყვა