მსოფლიო

UniCredit-ი 18.2 ათას თანამშრომელს გაუშვებს

იტალიის უმსხვილესმა ბანკმა, UniCredit-მა განაცხადა, რომ ახალი სტრატეგიული გეგმის ფარგლებში 18.2 ათას სამუშაო ადგილს შეამცირებს.

ბანკი უკვე რამდენიმე ხანია იმყოფება ზეწოლის ქვეშ და ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იძულებული იყო რადიკალურ ზომებზე წასულიყო. 11 ნოემბერს წარმოდგენილ კვარტალურ ანგარიშში, UniCredit-ის ხელმძღვანელობამ ასევე განაცხადა, რომ 2018 წლისთვის ბანკი ორიენტირებულია 5.3 მლრდ ევროს მოგებაზე და კაპიტალის ადეკვატურობის 12.6%-იან მაჩვენებელზე.

ბანკის ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ იტალიური ბანკის გეგმებში შედის ბიზნესის გაყიდვა უკრაინაში.