10/05/2024
Latest:
საზოგადოება

ვარძიის, სვანური კოშკების და მუცოს აღდგენით სამუშაოებს ფონდი “ქართუ” დააფინანსებს

როგორც  ფონდი “ქართუს” ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანი ამბობს, ფონდისთვის 2016 წელს პრიორიტეტული კვლავ სპორტისა და კულტურის დაფინანსება იქნება.

რაც შეეხება ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ფონდმა 600-ზე მეტი ისტორიული ძეგლის რესტავრაცია შეძლო, მათ შორისაა ეკლესია-მონასტრები, ციხე–სიმაგრეები, სასახლეები, მუზეუმები… ფონდის დაფინანსებით განხორციელდა ისეთი ძეგლების რესტავრაცია, როგორიცაა ანანური, ალავერდი, სვეტიცხოველი…

ძეგლების აღდგენა-რესტავრაციას ფონდი “ქართუ” წელსაც გააგრძელებს. ფონდი ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავს, რომელიც 100 მილიონს წლიურად თითქმის არ ჩამორჩება. “ქართუ” წელს გეგმავს ვარძიის რესტავრაციას, სვანეთში სვანურ კოშკებს აღადგენას, ასევე იგეგმება მუცოს აღდგენითი სამუშაოებიც…

“ჩამონათვალი ბევრია, 600-ზე მეტი ძეგლის რესტავრაცია იგეგმება, მნიშვნელოვანია ყველა, მაგრამ ზოგი უფრო მნიშვნელოვანია. რესტავრაციაში იგულისხმება არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ განხორციელებაც ჩვენივე სამშენებლო ძალებით. ჩვენ ყოველ წლიურად 60–მდე ძეგლს ვაკეთებთ, ყოველ წლიურად 40–დან 60–მდე ძეგლი კეთდება მთლიანად ან ნაწილობრივ იმისდა მიხედვით ვის რა სჭირდება. ყველას ხომ არ სჭირდება ყველაფრის რესტავრაცია. წელსაც გვაქვს ბევრი თეატრი სარემონტო, იმ ჩამონათვალში ჩანს, რომ ჩვენ ვატარებთ აღდგენით სამუშაოებს ბათუმის დრამატულ თეატრზე. არის ასევე თხოვნა ბევრ მნიშვნელოვან ობიექტზე სხვა ქალაქებშიც და სავარაუდოდ, ამასაც განვახორციელებთ”,

– ამბობს ნიკოლოზ ჩხეტიანი.

წყარო: ipress.ge