საზოგადოება

ვინ და რატომ სცადა გუშინ რუსთავი 2–ის ფიქტიურად გადაფორმება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ ტელეკომპანია „საქართველოს“ შესყიდვის მცდელობა, რომლის საშუალებით დაგეგმილი იყო რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტით მანიპულირება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული მონაცემებიდან ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი „ტელეკომპანია საქართველოს“ გასხვისება.

საჯარო რეესტრში წარდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ ძმები ყარამანიშვილები გეგმავდნენ „ტელეკომპანია საქართველოში“ მათი წილების დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანისთვის გადაცემას.

აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ გრძელდება ფიქტიური გარიგებების ჯაჭვი, რომლის მიზანია დამატებითი ბარიერების შექმნა ქიბარ ხალვშისათვის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სამართლებრივი მექანიზმებით დაბრუნების გზაზე.

მითითებული გარიგება სავარაუდოდ რამდენიმე მიზანს ისახავდა: პირველი, ეს იყო ე.წ. „კეთილსინდისიერი შემძენისთვის“ წილების გადაცემა; მეორე და უმთავრესი – ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ფიქტიური ფინანსური ვალდებულებებით დატვირთვა.

სასამართლოში ქიბარ ხალვაშის ადვოკატების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ალბათობა მართლაც დიდია და სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა „რუსთავი 2“-ის დღევანდელი მფლობელების მიერ კიდევ ერთი ფიქტიური გარიგების დადების წინაპირობა.

როგორც კი ცნობილი გახდა მოსალოდნელი ფიქტიური გარიგების დადების თაობაზე, ქიბარ ხალვაშის ადვოკატების მიერ მოთხოვილ იქნა „ტელეკომპნია საქართველოს“ წილების გასხვისების აკრძალვა, რაც დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ და შესაბამისად, ამ ეტაპზე არიდებულ იქნა „რუსთავი 2“-ისათვის ფიქტიური გარიგებით რამდენიმე მილიონიანი ფინანსური ვალდებულების დაკისრების საფრთხე.

აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე: https://www.sugarsync.com/pf/D8653905_84163689_7057670