26/04/2024
Latest:
მსოფლიო

Facebook-ის მომხმარებლებს თანხის გამომუშავება შეეძლებათ

ახლო მომავალში Facebook -ის მომხმარებლებს თანხის გამომუშავება შეეძლებათ.

სოციალური ქსელის Facebook -ის შემქმნელები ეძებენ ვარიანტს, თუ რა გზით გადაუხადონ მომხმარებლებს თანხა პუბლიკაციებისთვის.ჯერჯერობით მონეტიზაციის ყველაზე მისაღები ვარიანტია, ნაჩუქარი თანხა(ე.წ.”ჩაი”), დაჯავშნული კონტენტი და რეკლამებიდან შემოსული თანხის ნაწილი.

Facebook-ის ხელმძღვანელობამ მოაწყო გამოკითხვა მომხმარებლებს შორის და სთხოვა შემოეთავაზებინათ მონეტიზაციის ყველაზე სიანტერესო და მისაღები ვარიანტი.პერსპექტივაშია პირველი ფუნქცია: შემოწირულობები და მეორე:ადამიანებს მიეცემათ საშუალება პოსტებიდან მიიღონ შემოსავალი, იუწყება The Verge-ი.

ჯერჯერობით უცნობია, თანხის გამომუშავება შეეძლება ნებისმიერ მომხმარებელს, თუ მარტო იმათ, ვისაც ბევრი ხელისმომწერი ჰყავს.

სულ ცოტა ხნის წინ ყველაზე პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა ახალი სერვისი შესთავაზა მომხმარებლებს, -Facebook Live, სადაც შესაძლებელია ვიდეოს რეალურ დროში უყურო.ახალ ფუნქციაში შედის ჯგუფური სტრიმინგი, მყისიერი რეაქცია და აზრების გაცვლა მიმდინარე ვიდეოზე, აგრეთვე შეგიძლია ტრანსლაცია გააიზარო საკუთარ ქრონიკაზე, ან ცალკე ჯგუფებში.