26/04/2024
Latest:
ეკონომიკა

ტურიზმის ადმინისტრაცია წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან 2 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავლის მიღებას ელოდება

 „გვაქვს წარმატებული მაგალითები იმისა, თუ როგორ ავითვისეთ ისეთი ბაზრები, რომლებიც აქამდე ტურიზმის კუთხით არ გამოირჩეოდა“

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ჩემი კითხვა“ იმ მნიშვენლოვან თემებზე ისაუბრა რაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან კეთდება. ჩოგოვაძემ ხაზი გაუსვა ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამინების რაოდენობაზე, ტურიზმის სფეროდან შემოსულ ფინანსბზე, გაწეულ მარკეტინგულ ხარჯებზე და მის შედეგებზე. ასევე ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე.

როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2015 წლის დასაწყისში მოხდა 10 წლიანი ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც 2025 წლამდე განსაზღვრავს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და მასში არის გაწერილია ახალი ბაზრების აღმოჩენისა და განვითარების მიმართულება.

„2015-2016 წლებში გვაქვს წარმატებული მაგალითები იმისა, თუ როგორ ავითვისეთ ისეთი ბაზრები, რომლებიც აქამდე საქართველოში ტურიზმის კუთხით არ გამოირჩეოდა“

 

„2015-2016 წლებში გვაქვს წარმატებული მაგალითები იმისა, თუ როგორ ავითვისეთ ისეთი ბაზრები, რომლებიც აქამდე საქართველოში ტურიზმის კუთხით არ გამოირჩეოდა, მაგალითად, ჩვენთან ძალიან მოიმატა სტუმრებმა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, როდესაც ისინი საერთოდ არ ფიგურირებდნენ საქართველოში ტურისტულის შემოსვლების მხრივ. ეს რეგიონი საქართველოსთან ძალიან კარგად არის დაკავშირებული ავიამიმოსვლის კუთხით“, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

რაც შეეხება ევროპასა და ამერიკას, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებით არის წინსვლა.

„როდესაც ჩვენ მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას, ეს ნიშნავს, რომ მეტი იქნება მოგზაურობა როგორც საქართველოდან, ასევე საქართველოში. ჩვენი ქვეყანა უფრო ცნობილი და ახლო გახდება ევროპული ქვეყნებისთვის, ამიტომ ევროპა რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად“, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ გავხდით ამერიკის ტურისტული სააგენტოების ყველაზე დიდი ასოციაციის წევრი.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ის ბაზრები, რომელთა შერჩევა ხდება, როგორც მარკეტინგულად მნიშვნელოვნების, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს.

„ის ბაზრები, რომელსაც ვირჩევთ, როგორც მარკეტინგულად მნიშვნელოვნებს, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ერთ­ერთი გახლავთ პირდაპირი ავიამიმოსვლა“

 

„წელს დაახლოებით, 22 მილიონი ლარი დაიხარჯა და ახლაც იხარჯება საზღვარგარეთ საქართველოს რეკლამირებისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ჩვენი მიდგომები იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად, მარკეტინგის ფული არასდროს არის საკმარისი, რადგან ძალიან ბევრია ქვეყანა, საიდანაც შეგვიძლია ტურისტი მოვიზდოთ და ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ როგორც ქვეყნები, საიდანაც გვინდა, რომ ტურისტი მოვიზიდოთ, ასევე ის მარკეტინგული არხები, თუ რაში ვხარჯავთ ჩვენ საქართველოს რეკლამირების დროს ფულს. ის ბაზრები, რომელსაც ვირჩევთ, როგორც მარკეტინგულად მნიშვნელოვნებს, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ერთ­ერთი გახლავთ პირდაპირი ავიამიმოსვლა. ასევე ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გარკვეული დონის არსებობა ამა თუ იმ ბაზარზე“, ­ განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, 2015 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 400­ზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი მოიწვია საქართველოში. ამასთან, ხდება ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების ჩამოყვანა საქართველოში. გარდა ამისა, მისივე თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში.

ჩოგოვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილები, რომლებიც საქართველოში ტურიზმის სფეროში იქმნება.

„2015 წლის მონაცემებით, ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა რიცხვი, დაახლოებით, 158 000 ადამიანს შეადგენდა“

 

„2015 წლის მონაცემებით, მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და დაახლოებით, 158 000 ადამიანს შეადგენდა. ეს ციფრი კიდევ უფრო იზრდება წელს. გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს სჭირდებათ დამატებითი სამუშაო ადგილები. ტურიზმის სექტორში შექმნილი სამუშაო ადგილები მოიცავს ყველა იმ სამუშაო ადგილს, რომელიც ჩართულია ტურიზმის სექტორის განვითარებაში, მომსახურების სფეროსა და ტურიზმის პროდუქტის მიწოდებაში. ეს არის დაწყებული სასტუმროებიდან, ტრანსპორტი, რესტორნები, ტურისტული ობიექტები და ა.შ. მინდა თამამად გითხრათ, რომ საქართველოში არა მარტო ტურისტების რაოდენობა იზრდება, არამედ შემოსავლები“, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

გიორგი ჩოგოვაძემ იმ პრობლემას გაუსვა ხაზი, რომელიც  სველ წერტილებს ეხება. მისივე თქმით ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა და ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც ქვეყნის, ასევე კონკრეტული ქალაქების დონეზე.

„საპირფარეშოები საქართველოში სამ ძირითად საგზაო არტერიაზე, ყოველ 40 წუთის სავალ გზაზე განთავსება“

„ჩვენი პროგრამის მიხედვით, საქართველოში სამი ძირითადი საგზაო არტერიაა – თბილისიდან – კახეთის, თბილისიდან – ყაზბეგის და თბილისიდან – დასავლეთის მიმართულებით. ყველა ამ ცენტრალურ არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალ გზაზე, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტს, ჩვენი მიზანია, რომ არსებობდეს გასაჩერებელი ადგილები – გორთან არსებული გასაჩერებელი ადგილების ანალოგიური, შეიძლება ბევრად ნაკლები მასშტაბის, თუმცა იმავე შინაარსის. იქ იქნება საპირფარეშოები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია“, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, პირველადი ამოცანაა, რომ ამ საკითხით კერძო ბიზნესი დაინტერესდეს. როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ნებისმიერ კერძო პირსა თუ კომპანიას შეეძლება, რომ მთავრობისგან გარკვეული პირობებით მიწა მიღოს, რომელზეც შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.

„თუმცა თუ კერძო სექტორი არ აღმოჩნდება მზად ასეთი ტიპის შეთავაზებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რომ უკვე მთავრობის ძალისხმევით გაკეთდება ეს ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა ჩოგივაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, თბილისში კულტურულად და ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებში იქნება დამატებითი სველი წერტილები. ეს ადგილებია – შარდენის ქუჩის, ევროპის ხიდის მიმდებარე ტერიტორიები. ამასთან, წელსვე ამას დაემატება ძველი თბილისის კიდევ ერთი წერტილი.

„ეს არის საზოგადოებრივი საპირფარეშოები, რომლებიც ტურისტებისთვის ყველაზე მონახულებად ადგილებში განლაგდება“, – განაცხადა ჩოგოვაძემ. მისივე თქმით, იგივე პროცესი მიმდინარეობს აჭარის რეგონშიც, სადაც ტრასებზე 8 გასაჩერებელი ადგილი გაკეთდება, რომლებიც ასევე საპირფარეშოებით იქნება აღჭურვილი.

2015 წელს შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან მილიარდ 940 მილიონ დოლარს მიაღწია“

ჩოგოვაძის განცხადებით, ეს ყველაფერი არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

 გიორგი ჩოგოვაძემ ტურიზმის სფეროდან  ქვეყანაში შემოსულ თანხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2015 წელს შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან მილიარდ 940 მილიონ დოლარს მიაღწია და წელს იქნება რეკორდული შემოსვლები, როგორც ტურისტების, ასევე რეკორდული იქნება ის შემოსავალი, რომელსაც ისინი შემოიტანენ საქართველოში 2016 წლის განმავლობაში.

„წელს 2 ძირითად ნიშნულს გავცდებით – გადავაბიჯებთ 6 მილიონიან ნიშნულს საერთაშორისო ვიზიტორების კუთხით და გადავაბიჯებთ ნიშნულს, რომელიც არის 2 მილიარდ დოლარზე მეტი, რაც საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოვა. მინდა ვთქვა, რომ ტურიზმი და კერძო სექტორი აბარებს ამ გამოცდას, რომელიც მას მიანიჭა როგორც საზოგადოებამ, ასევე იმან, რომ მთავრობამ ძალიან დიდი პრიორიტეტი მიანიჭა ტურიზმს. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტურიზმი საქართველოში ისეთი პრიორტეტულია, როგორც არასდროს“, – განაცხადა ჩოგოვაძემ.