მსოფლიო

ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-დან 3 მილიონამდე მიგრანტის დეპორტაცია მოხდება

შშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას გეგმავს.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია CBS-თან საუბრისას განაცხადა.
ინტერვიუ ეთერში ჯერ არ გასულა, თუმცა ტელეკომპანიამ გაავრცელა ანონსი, სადაც ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-დან 3 მილიონი მიგრანტის დეპორტირებაც მოხდება.
„იმ ადამიანების დეპორტაციას ვაპირებთ, ვინც დამნაშავეები არიან და კრიმინალური წარსული აქვთ, არიან ნარკოტიკებით მოვაჭრეები და სხვადასხვა ბანდის წევრები. ასეთი ადამიანების რაოდენობა 2-3 მილიონია. ჩვენ ან მათ დეპორტაციას მოვახდენთ ან ციხეში ჩავსვამთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ინტერვიუ ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა “60 წუთში” დღეს საღამოს გავა

www.interpressnews.ge