27/04/2024
Latest:
საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულმა რეფორმებმა, საზოგადოებაში ექიმთან ვიზიტის კულტურა დანერგა

ქირურგი მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზეც მიანიშნებს

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშვებული უახლესი რეფომები შეაფასა და მათი შედეგები  მიმოიხილა ავერსის კლინიკის ქირურგმა კახაბერ ხაჭაპურიძემ. ექიმის განცხადებით, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა და პირველადი რგოლის რეფორმა კიდევ უფრო ამარტივებს პაციენტების მკურნალობას.

,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა მომწონს. ძალიან წარმატებულია და, რა თქმა უნდა, მივესალმები. ხშირად მქონია შემთხვევები, როდესაც დაგვიანებული მკურნალობის გამო, პაციენტი ძალიან გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობით მოსულა ჩემთან. დღეს ისინი უკვე გეგმიურად იკეთებენ ოპერაციებს, რის გამოც გართულების რისკები გაცილებით ნაკლებია. ვიდრე პაციენტს გაურთულდება დაავადება, მანამდე ხდება მისი პრევენცია და მკურნალობა,“

– განმარტავს ქირურგი და მიაჩნია, რომ  ესეთი მდგომები კიდევ უფრო, ამარტივებს პაციენტის მკურნალობას და შედეგიც უფრო მისაღები და კარგია.

„როდესაც პაციენტი მიდის ოჯახის ექიმთან, საჭიროების შემთხვევაში ხდება მისი დროული გადამისამართება ვიწრო სპეციალისტთან და თავიდან არის არიდებული გამწვავებები. როდესაც დაფინანსება არ იყო, პაციენტი ვერ ახერხებდა ოპერაციის გაკეთებას, უჭირდა შესაბამისი ფინანსების მოძიება. დღესდღეობით,  ეს პროცესი გამარტივდა და პაციენტები მინიმალურ ფასად ან უფასოდ იკეთებენ ქირურგიულ ოპერაციებს. გარდა ამისა, დროულად ხდება მათთვის ოპერაციის ჩატარება ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წყალობით. როდესაც კეთდება სასწრაფო ოპერაცია, გართულების უფრო მეტი შანსია, ხარჯიც უფრო მერტია, ვიდრე გეგმიურად გაკეთებული ოპერაციის დროს. პაციენტები დღესდღეობით, მიდიან ექიმთან დროულად, რათა გამწვავება ტავიდან აირიდონ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულმა რეფორმებმა, ხალხში ექიმთან ვიზიტის კულტურა დანერგა’’

კახაბერ ხაჭაპურიძემ მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი მძიმე მდგომარეობა. რაც შეეხება ჯენერიკ მედიკამენტებს, ექიმი მიესალმება მათი სეგემეტნის გაფართობასა და ხელშეწყობას. თუმცა ამავე დროს, მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზეც მიანიშნებს.