27/04/2024
Latest:
მსოფლიო

Apple-მა პეკინის ინტელექტუალური საკუთრების კანონი დაარღვია და დიდ სკანდალში გაეხვა

დიახ, Apple-მა პეკინის ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელი კანონი დაარღვია, რის გამოც iPhone 6 -ისა და iPhone 6 Plus-ის გაყიდვების შეჩერება მოუწევს ქალაქში.

საკუთრების მარეგულირებელი წესის თანახმად, iPhone 6-ისა და iPhone 6 Plus-ის მოდელების დიზაინი ძალიან ჰგავს Shenzhen Baili-ის დიზაინს.

უნდა აღინიშნოს, რომ გაფრთხილება გაყიდვების შეჩერების შესახებ კომპანიას 19 მაისს მიუვიდა, თუმცა Apple-ის ტელეფონები მაინც იყიდება პეკინში, რაც იმას ნიშნავს, რომ არაფერი მოუმოქმედებია ბრენდს.

ზოგიერთმა, მაღაზიამ პეკინში უკვე შეაჩერა აიფონ 6-ისა და აიფონ 6 პლიუსის გაყიდვა. თუმცა ეფლმა განაცხადა, რომ სანამ საკითხი სასამართლოში განიხილება, დისტრიბუციას არ შეაჩერებს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა გასულ თვეს აკრძალა Apple’s iBook-ისა და iTunes Movies-ის სერვისები, ჩინური წესდების თანახმად, კომპანიას არ გააჩნია შესაბამისი ლიცენზია.

ეფლის მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი ეკონომიკური მდგრადობის დაცემა უკვე დაწყებულია. მხოლოდ ჩინეთიდან, ტაივანიდან და ჰონგ კონგიდან მიღებული შემოსავალი 26%-ით შემცირდა. მიუხედავად, ამ ეკონომიკური დაცემისა, ტიმ კუკმა საკუთარ თავზე აიღო ინვესტიციების მოძიება.

წყარო: wom.ge