18/05/2024
Latest:
საზოგადოება

აუცილებელი პირობა, რაც უნდა გავითვალისწინოთ სესხის აღებისას

ნებისმიერ ოჯახს, ადამიანს შეიძლება დაუდგეს ისეთი პერიოდი, როდესაც ფინანსური პრობლემები შეექმნება. ამისგან თავის სწრაფად დაღწევა ძალიან რთული და ხშირად წარმოუდგენელიცაა ხოლმე. პირველი რაც ასეთ მომენტებში ადამიანებს თავში მოსდით, რაიმე უძრავი ან მოძრავი ქონების გაყიდვაა. ფინანსური გამოუვალობა ისეთი მძიმე პრობლემაა, რომ ამ დროს ადამიანს აღარ აინტერესებს მამის დატოვებულ სახლს გაყიდის, თუ პაპის ნაქონ ავტომობილს, ასეთ მომენტებში მთავარი ხდება კონკრეტული ფინანსური პრობლემის მოგვარება, სხვა დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანი ხდება. ამას გარდა, ფინანსური პრობლემებიდან თავის დაღწევის კიდევ ერთ-ერთი გზაა დამატებითი სამუშაო, მაგრამ, დამეთანხმებით, რომ ეს მეტად რთულია. რთულია არა მარტო არსებულ სამუშაოზე სხვა სამუშაოს დამატება, არამედ, პირველ რიგში, მისი მოძებნაც კი. ამას რომ თავი დავანებოთ, ასეთ პირობებში მცხოვრები ადამიანი მალე გადაიღლება და შეიძლება ფიზიკურთან ერთად, ფსიქოლოგიური პრობლემებიც შეექმნას.

ფინანსური პრობლემების მოგვარების კიდევ ერთ-ერთი და, ჩემი აზრით, საუკეთესო ალტერნატივაა სესხის აღება, მაგრამ ამ პროცესისას ძალიან ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი კი არის ვალუტის კურსი. ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რამხელა პრობლემა შეუქმნა ლარის კურსის ვარდნამ დოლარის მიმართ იმ ადამიანებს, ვისაც სესხი დოლარში ჰქონდათ გამოტანილი. მაქსიმალური თვალსაჩინოობისათვის, მაგალითს გეტყვით: ვთქვათ, კურსის დავარდნამდე ადამიანი თვეში $100 -ს იხდიდა, რაც მაშინ საშუალოდ 170 ლარს უდრიდა, ახლა კი $100 250 ლარს აღწევს. ასეთ პირობებში, როგორც აღმოჩნდა, სესხის მფლობელს 80 ლარით მეტის გადახდა უწევს, რაც ბევრი ოჯახისათვის პურის ფულია. ასეთი გაუგებრობებისგან თავის მაქსიმალურად დასაცავად ჩვენ სესხის აღებამდე უნდა შევადაროთ ყველა იმ ბანკის ვალუტის კურსი, რომელიც სესხს გვთავაზობს.