21/05/2024
Latest:
ეკონომიკა

„აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა

„უმასპინძლე საქართველოში“ – რეგიონებში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა.

სასტუმრო ინდუსტრიის შემდგომი განვითარების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ისარგებლოს ახალი სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით, წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი, შექმნას სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას.

პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისისა და ბათუმის გარდა, ააშენოს ახალი სასტუმრო, მოახდინოს არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოვება/გადაიარაღება, ასევე, გააფორმოს ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე.