14/05/2024
Latest:
საზოგადოება

ბელგიამ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭა

ბელგიის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. შესაბამისი აქტი ბელგიის საკანონმდებლო ოფიციალურ ჟურნალში 29 აგვისტოს გამოქვეყნდა.

ბელგია უსაფრთხო წარმოშობის სტატუსს ქვეყანას იქ არსებული სამართლებრივი მდგომარეობის, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის, ზოგადი პოლიტიკური გარემოსა და სხვა სახის კრიტერიუმების გათვალისწინებით ანიჭებს.

უსაფრთხო ქვეყნების სიის გადახედვა ყოველწლიურად ხდება. აღსანიშნავია, რომ წელს აღნიშნულ სიას მხოლოდ საქართველო შეემატა.

ბელგიის სამეფო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სტატუსის მქონე ქვეყნების სიას 2012 წლიდან ადგენს და ამ სიით ხელმძღვანელობს თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსის მინიჭებისას.

წყარო: 2030