13/05/2024
Latest:
ეკონომიკა

,,ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტი “გადააგდო”

ეკონომიკის ექსპერტი, 20/30–ის წევრი მიხეილ დუნდუა, სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგის პარლამენტში არ მოსმენის საკითხს ეხმაურება და მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტი “გადააგდო”. 

,,ქადაგიძე პარლამენტს საყვედურობს: ჩემი ანგარიში პლენარულ სხდომაზე რატომ არ მოისმინეთო, და თან ამ საყვედურით მეჭიაურს მიმართავს: რატომ არ გსურს ანგარიშის მოსმენაო. არადა, მეჭიაურის კომისიამ(საფინანსო-საბიუჯეტო) პირველმა მოისმინა ქადაგიძის ანგარიში 2015 წლის პირველ ნახევარში.

ქადაგიძეს თუ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლა სურს, პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა მიმართოს და არა მეჭიაურს.


მაგრამ ქადაგიძეს ავიწყდება მთავარი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე წარდგენილ ეროვნული ბანკის იმ არასრულ ანაგარიშში (არასრულში იმიტომ რომ მას ფინანსურის სატაბილურობის ანგარიში თან არ ახლდა), ეროვნულმა ბანკმა და ქადაგიძემ პირობა დადო, რომ ნაკლს გამოასწორებდა და 2015 წლის მეორე ნახევაში ფინანსური სტაბილურობის ყოველწლიურ ანგარიშს შექმნიდა/გამოაქვეყნებდა (რომელსაც, უკვე მეოთხე(!!!) წელი დაიწყო, არ ქმნის).


ქადაგიძემ ეს პირობა დაარღვია. მან ფინანსურის სატბილურობის ანგარიში არ შექმნა. არადა, პარლამენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უცდიდა, როდის შეასრულებდა იგი დადებულ პირობას, რათა სრული საქმიანობის ანგარიში პლენარულ სხდომაზე მოესმინა.


P.S.იხილეთ ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში, გვერდი 105.
ციტატა: “ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკში შეიქმნა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, რომლის მთავარი ამოცანაა ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. როგორც კომიტეტის მუშაობასთან დაკავშიორებული საკითხები, ასევე ფინანსური სტაბილურობის ძირითადი გამოწვევები განხილული იქნება ფინანსური სტაბილურობის ყოველწლიურ ნაგარიშში, რომლის განახლებული ვერსიაც 2015 წლის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება” – წერს მიხეილ დუნდუა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე. 

გვერდი 105.