18/05/2024
Latest:
ეკონომიკა

რას მიიღებს საქართველო ირანისთვის სანქციების მოხსნით?

ირანს საერთაშორისო სანქციები მოეხსნა. საუბარია სანქციებზე, რომლებიც მის მიმართ 2005 წლიდან ამოქმედდა თეირანის მიერ ბირთვული პროგრამის შემუშავების გამო.

რას მიიღებს საქართველო და უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მომავალში ირანული ინვესტიციების გააქტიურებას?

საქართველო-ირანის სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტი, ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ ზოგადად, ირანისთვის სანქციების მოხსნა მსოფლიო ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. გარდა ამისა, ეს ჩვენს ჭრილში საკმაოდ პოზიტიური ფაქტია.

მთვრალაშვილის განმარტებით, სანქციების მოხსნის შემდეგ ირანულ მხარეს გაცილებით გაუადვილდება საქართველოში ინვეტიციების განხორციელება. „ის ბიზნესი, რომელიც სახელმწიფო კაპიტალთან იყო დაკავშირებული, საქართველოში ინვესტიციებს ვერ ახორციელებდა. მათ შორის ბანკები ვერ შემოდიოდნენ, პირდაპირი ტრანზაქციები არ იყო. ახლა სიტუაცია შეიცვლება, ირანელი ბიზნესმენების მხრიდან ინტერესი დიდია”-აცხადებს მთვრალაშვილი.

ირანსა და „ექვსეულს” შორის შეთანხმებები 2015 წელს იქნა მიღწეული და დოკუმენტების თანახმად, თეირანი უარს ამბობდა ბირთვული პროგრამის გაგრძელებაზე საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. სანქციების მოხსნის ფორმალური პროცედურა 2015 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის პარლამენტმა საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

კომერსანტი